ქალი, რომელმაც სხვა ადამიანების ნაცვლად მართვის მოწმობა 150-ჯერ აიღო, ციხეში 8 თვეს გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 წლის ინდერიტ კორი გამოცდებს 2018-დან 2020 წლამდე პერიოდში აბარებდა და ბევრი ადამიანის გაბედნიერება მოასწრო.
პოლიციის ინფორმაციით, ის ძირითადად იმათ ეხმარებოდა, ვისაც ინგლისურთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.
კორი გამოცდაზე ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში გადიოდა და ათობით მართვის მოწმობა ლონდონშიც აქვს აღებული.
გამოძიება მის კვალზე მარტივად გავიდა და თაღლითობისთვის ქალს ციხეში 8 თვის გატარება მოუწევს.
