დიდ ბრიტანეთში ტყუპმა დებმა ედიტ დამბლტონმა და დორკას ტობინმა არც მეტი არც ნაკლები 102 წლის იუბილე იზეიმეს. დების ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გარკვევა Daily Mirror-მა სცადა.
ედიტი და დორკასი ქვეყანას 1920 წლის ივნისში, 45 წუთიანი შუალედით მოევლინნენ. ორივეს ერთად 5 შვილი, 9 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი ჰყავს. ედიტის 68 წლის ქალიშვილის, კრისიტინი თქმით დაბადების დღის აღსანიშნავად მთელი ოჯახი შეიკრიბა. „დღესასწაული ძალიან მშვიდი და ოჯახური გამოვიდა: მათ ყველიანი სენდვიჩები მიირთვეს და მოგონებებში გადაეშვნენ“.
დები ფიქრობენ, რომ საპატიო ასაკამდე მიღწევა მშვიდი ცხოვრების დამსახურებით შეძლეს. მათ არც სიმდიდრის და კომფორტის დაკარგვის ეშინოდათ. ასეთმა მიდგომამ ისინი ზედმეტი სტრესისგან დაიცვა. დები ცდილობენ, ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღონ და მართლაც ყოველი წამით დატკბნენ.
ტობინმა აღიარა, რომ მისი საიდუმლო ცხოვრების აქტიური სტილი და მიუხედავად სირთულეებისა ცხოვრების გაგრძელების ხალისია. „მე პატარა სათბური მაქვს, მებოსტნეობით ვარ დაკავებული და ეს ძალიან მაბედნიერებს.“
დები ერთმანეთისგან 120 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, თუმცა მანძილი მათთვის არაფერია. ტობინი დას ყოველ სამშაბათს სტუმრობს და ეს უკვე ტრადიციაა.
