LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარულ იტალიურ კურორტზე ტორსის მოშიშვლებისთვის დააჯარიმებენ

იტალიური ქალაქის, სორენტოს მერმა მასიმო კოპოლამ განაცხადა, რომ ამიერიდან დააჯარიმებენ ყველა ტურისტს, ვინც კურორტის ქუჩებში ტანმოშიშვლებული ივლის. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Ansa-მ გაავრცელა.

ახალი წესის მიხედვით, დამსვენებლები, რომლებიც პლაჟის ტერიტორიას საცურაო კოსტიუმით დატოვებენ ადგილობრივი პოლიციის ხელში მოხვდებიან და 25-დან 500 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

პოპულარული ევროპული დანიშნულების მერის თქმით, დრეს-კოდის არ არსებობა ადგილობრივების დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს, მათი ცხოვრების ხარისხზე ცუდად აისახება და კომუნის საერთაშორისო იმიჯსაც აფუჭებს.

ქალაქის მთავარი სამომავლო სტრატეგია საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მაქსიმალური წესრიგის დაცვაა.