LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მეან-გინეკოლოგი გივი მაყაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი მეან-გინეკოლოგი გივი მაყაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “იმედის კლინიკამ” საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

,,იმედის კლინიკის“ ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს ღვაწლმოსილი, ,,იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგი გივი მაყაშვილი. “იმედის კლინიკა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც უამრავი ადამიანის სამძიმრის კომენტარი მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ექიმი წლების განმავლობაში მუშაობდა “იმედის კლინიკაში”.

რადიო “ფორტუნა” სამძიმარს უცხადებს ღვაწლმოსილი ექიმის ოჯახს.