რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, პავლე კირილენკო იუწყება.
ოკუპანტებმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
“რუსებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ჩასოვოი იარში რკინიგზის სადგურს, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ღამით კი ქალაქი ჰირნიკი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. “ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ევაკუაცია!” – წერს კირილენკო.
