LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა შტატებისგან 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს მოაწერა ხელი.

ქვეყანა 400 მილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის სახით, უკრაინას უფრო შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის სისტემებსა და ახალ, მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვებს მიაწოდებს.

„უკრაინული ძალები ახლა წარმატებით უტევენ რუსულ ლოკაციებს უკრაინის ტერიტორიაზე, უფრო ღრმად ფრონტის ხაზს მიღმა და არღვევს რუსეთის უნარს, ჩაატაროს საარტილერიო ოპერაცია“, – განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა.