LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერსონის და ზაპოროჟიეს მოსახლეობას ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ მოვუწოდებ.. უზარმაზარი ბრძოლა იქნება: უკრაინის ვიცე პრემიერი

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე სასტიკი ბრძოლაა მოსალოდნელი, ვინაიდან უკრაინული ძალები მათ დეოკუპაციას გეგმავს.

„რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ განახორციელონ მათი დეპორტი, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას, რომ დავეხმაროთ ხალხს დაბრუნებაში.

ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.