LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კონფლიქტის ალბათობა.

გარშემომყოფთა იძულების მიუხედავად, არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

დაასრულეთ დღეს დაწყებული ყველა საქმე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი სამსახურის მოძიება და ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სხივურ თერაპიას და რენტგენის გადაღებას, კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და სასწორს.