LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ამერიკის მხარდაჭერას ვაფასებთ! ერთად მივიდეთ გამარჯვებამდე! – ზელენსი

ჩვენ ამერიკის მხარდაჭერას ვაფასებთ! ერთად მივიდეთ გამარჯვებამდე! – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ მორიგ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ გაწეული უკანასკნელი დახმარება არის პრიორიტეტული უკრაინისთვის.

„ჭეშმარიტად მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური მხარდაჭერისთვის. მეტი HIMARS-ი, 155მმ-იანი ჭურვები ჩვენთვის პრიორიტეტული მოთხოვნებია. ეს არის ის, რაც გვეხმარება მტრის ზეწოლაში. ჩვენ ამერიკის მხარდაჭერას ვაფასებთ! ერთად მივიდეთ გამარჯვებამდე!” – წერს ზელენსკი „ტვიტერის” გვერდზე.

აშშ-მა 400 მილიონი დოლარის ღირებულების მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომელიც 4 HIMARS-ს და 155მმ-იან ჭურვებსაც მოიცავს.