„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ შედეგი გამოიღო და პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რიგგარეშე სესიას.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ხელი არ უნდა შეუშალოს.
პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს
„მგონია, რომ რაღაც ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, ისეთ ნაბიჯებს დგამენ და ისე მოქმედებენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი. მათგან განსხვავებით, ჩვენ დეპოლარიზებისთვის და 12 პუნქტის შესრულებისთვის, როგორც გვჩვევია, საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯი გადავდგით.
ორშაბათს მათ უბრალოდ ხელი არ უნდა შეგვიშალონ. როგორ შეუძლიათ ხელი შეგვიშალონ? – ბიუროზე არ გამოცხადდნენ და შატალოზე წავიდნენ, სესიაზე არ მოვიდნენ, კომიტეტები არ ჩაატარონ, შეიძლება კარიც დაკეტილი დაგვხვდეს, რა ვიცი მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
ყველაზე საინტერესო იყო ბატონი [ანრი] ოხანაშვილის დღევანდელი განცხადება, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას შოუშიო. ე.ი. ოფიციალური რიგგარეშე სესია, პარლამენტის სხდომა, ბიუროს სხდომა, საკომიტეტო კანონშემოქმედებითი საქმიანობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის არის შოუ და პარლამენტის თავმჯდომარესთან და დიტო სამხარაძესთან ერთად რომ იკრიბება და გვეძახის, დეპოლარიზების კომისია შევქმენიო, ეგ არის საქმის კეთება?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსთან”.
