უკრაინაში კიდევ ორი რუსი ოფიცერი დაიღუპა. ლიკვიდირებულია უფროსი ლეიტენანტი და საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ესიპოვი და რუსული არმიის კაპიტანი ოლექსი კრილატიხი. “უნიანის” ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ანატოლი შტეფანი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.
უკრაინელმა ჯარისკაცმა განადგურებული მოწინააღმდეგეების ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა არ დააკონკრეტა როდის, სად და როგორ მოხდა მათი ლიკვიდაცია.
„ვიაჩესლავ ესიპოვმა გადადგა „კეთილი ნების ნაბიჯი“-ის ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია. ოლექსი კრილატიხმა ასევე გადადგა „კეთილი ნების ნაბიჯი, ისიც ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია“,- განაცხადა ანატოლი შტეფანმა.
