თბილისის 192-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სოფიო ჩხაიძე სენტ ლუისის უნივერსიტეტში მადრიდის კამპუსის ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა და შიდა დაფინანსევის მოპოვებაც შეძლო.
ინფორმაციას Prime Study ავრცელებს და სოფიოს წარმატებებს უსურვებს.
„Prime Study ულოცავს თბილისის 192-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, სოფიო ჩხაიძეს სენტ ლუისის უნივერსიტეტის მადრიდის კამპუსის ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვას! ჩარიცხვასთან ერთად სოფიომ უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებაც მოიპოვა! სოფიომ ასევე ჩარიცხვები მიიღო სხვა ამერიკული (University of Cincinnati) და ევროპული უნივერსიტეტებისგან, თუმცა არჩევანი 1818 წელს დაფუძნებული სენტ ლუისის უნივერსიტეტის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც აშშ-ს უნივერსიტეტების საუკეთესო 100-ეულში შედის. წარმატებებს ვუსურვებთ სოფიოს ესპანეთის დედაქალაქში და შემდეგ უკვე აშშ-ში სწავლის პერიოდში!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
