საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „მართლაც გაუხარდებოდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, რომ მოღვაწეობდეს და ჩართული იყოს პოლიტიკურ საკითხებში“.
თუმცა სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება „არ ჩაერიოს პოლიტიკაში“ პატივისცემას მოითხოვს.
„მე პირადად მართლაც გამიხარდებოდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოღვაწეობდეს და რეალურად, რაღაცნაირად ჩართული იყოს პოლიტიკურ საკითხებში, თუმცა მისი პირადი გადაწყვეტილებაც მოითხოვს, რა თქმა უნდა, პატივისცემას, რომ ის უარს აცხადებს ამაზე, უარი განაცხადა, შესაბამისად ის არც ერთი ფორმით აღარ ერევა პოლიტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
