LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჭარა ტექსტილის” საწარმოდან, ინტოქსიკაციის ნიშნებით, კლინიკაში 15 თანამშრომელი გადაიყვანეს

„აჭარა ტექსტილის” საწარმოდან, 15 თანამშრომელი ქობულეთის „ევექსში“ და ბათუმის „მედალფას“ კლინიკებში არიან გადაყვანილი.

ამის შესახებ „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „აჭა­რა ტექ­სტი­ლის“ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ქო­ბუ­ლე­თის კლი­ნი­კა­ში” გა­ნუ­ცხა­დეს, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მსუ­ბუ­ქი მიმდინარეობისაა.

მა­თი­ვე თქმით, ნა­წი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­წარ­მოს დი­რექ­ტო­რის, და­ვით ჯა­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დაწესებულებას გაზი არ მი­ე­წო­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ იცის, რას შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცია. მისი თქმით, ამას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­არ­კვევს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოსთან ახლოს მყოფი გაზის მილი გარკვეული სამუშაოების გამო, სავარაუდოდ ტრაქტორმა დააზიანა და შესაბამისად, შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა სწორედ დაზიანებას უკავშირდება.