LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ძალიან მოკლე წერილში გაცილებით მეტი ითქვა, ვიდრე ჩვენ, პოლიტიკოსები თვეების განმავლობაში ვლაპარაკობთ. ბევრი რამ გახდა ცხადი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

„თავზემოთ ძალა იპოვეს რიგმა ადამიანებმა, რომ დრო დაეთმოთ ბიძინა ივანიშვილის ფულზე საუბრისათვის, მის სანქცირებაზე ზრუნვისათვის და ამას მიუძღვნეს არა თუ განცხადებები – კამპანიები. წარმოიდგინეთ, რა ძალასთან გვქონდა საქმე, რომ ამას მიეძღვნა რეზოლუცია, რომელსაც 308 დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ამას მიეძღვნა ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, Credit Suisse-ის გადაწყვეტილებები, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე, მის ფულზე ეფიქრათ, ამ ფულის გაჩერებაზე ეზრუნათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: “არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის”

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს