LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის ბიჭი მოკლეს, უკრაინელი გოგო გააუპატიურეს და აწამეს, ვერტმფრენი ჩამოვარდა, პარაპლანი ჩამოვარდა – ქვეყანაში დგას შავი ღრუბელი, აგრესია რომ იმატებს, ტრაგედიაც იმატებს: ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დღეს, დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „ქვეყანაში შავი ღრუბელი დგას, რასაც ადამიანების ფსიქიკა ვერ უძლებს და აგრესიასთან ერთად, ტრაგედიაც იმატებს“.

„ზუსტად ხუთ წუთში რამდენი ტრაგედიის შესახებ წავიკითხე – 20 წლის ბიჭი მოკლეს, უკრაინელი გოგო გააუპატიურეს, აწამეს, ვერტმფრენი ჩამოვარდა, პარაპლანი ჩამოვარდა….

ქვეყანაში დგას შავი ღრუბელი. ჩვენი ფსიქიკა ამდენს ვერ უძლებს და “მოსანელებლად” აგრესია იმატებს, აგრესია რომ იმატებს, ტრაგედიაც იმატებს… ტრაგედია რომ იმატებს, აგრესია კიდევ უფრო იმატებს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

„ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა – გარდაცვლილია უცხოელი ტურისტიც, რომლის გადასარჩენადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია: ვახტანგ გომელაური