LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი „საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან“, აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ეხმიანება.

მისმა პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა…არანაირი პოლიტიკა მისთვის საინტერესო არ არის – მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

„ჟურნალისტებმა მთხოვეს, მისთვის ეს კითხვა დამესვა, მაგრამ ხელი ამიქნია, არ უნდა ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი… [მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა] როგორც ჩანს რეალურია, რადგან რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს, ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდათ, ალბათ ასეა“, – აცხადებს გიული ალასანია.

ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ ის ძალიან დიდი ხნის წინ გააცილა ქართული პოლიტიკიდან: რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილზე