ვერ ვიგებდი, რას აკეთებდა საერთოდ, მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რას შვრებოდა, არ მესმის, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სტრატეგიულად, რაც მელიამ დაგეგმა, არ იყო ეს სწორი სტრატეგია. აქ არის ორი ვარიანტი, რომ მას არ აქვს ნიჭი დიდი პოლიტიკოსისა ან მეორე ვარიანტი, უბრალოდ არ ვიმეტებ მეორე ვარიანტისთვის – ამხელა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო თავისი დაფინანსებით და ყველაფრით და ალბათ მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგრამ, ამისთვის არ ვიმეტებ“, – ამბობს ჩარკვიანი “იმედის” ეთერში.
