LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კობახიძე ყველაფერს უკუღმა ამბობს, ადამიანს ასეთი უკუღმართული პოლიტიკა აქვს არჩეული”: პაატა მანჯგალაძე

კობახიძე ყველაფერს უკუღმა ამბობს, ადამიანს ასეთი უკუღმართული პოლიტიკა აქვს არჩეული. რაღა ამერიკის ელჩს სთხოვენ, რაზე ელაპარაკე ბიძინა ივანიშვილსო. ამ ივანიშვილს რომ ჰკითხონ, ამერიკის ელჩი რაზე გელაპარაკაო, არ შეიძლება? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლეთის წინააღმდეგ რუსულ საინფორმაციო დივერსიულ ხერხებს იყენებს.

„კობახიძე ყველაფერს უკუღმა ამბობს, ადამიანს ასეთი უკუღმართული პოლიტიკა აქვს არჩეული. რაღა ამერიკის ელჩს სთხოვენ, რაზე ელაპარაკე ბიძინა ივანიშვილსო. ამ ივანიშვილს რომ ჰკითხონ, ამერიკის ელჩი რაზე გელაპარაკაო, არ შეიძლება? ულტიმატუმს ამერიკის ელჩს რომ უყენებს „ოცნებიდან“ წამოსული გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, რომელიც ხშირად იყო და არის ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტზე, ყაველაშვილი, ხუნდაძე, რომელიც თავის დროზე, ვითომ ბიძინას აუჯანყდა და მერე დააწინაურეს. ბიძინა ივანიშვილს რომ დაუსვან იგივე კითხვა, ვერ ბედავენ თუ დანაშაულია?! – კობახიძეს ვეკითხები. თუმცა, ეს ხომ რუსული „კაგებეშნიკური“ სვლა არის. ასეთ პრიმიტიულ, რუსულ საინფორმაციო დივერსიის ხერხებს იყენებენ და ამ დროს თავის შეკავება ემოციურად მართლა მიჭირს, რადგან ვხედავ აშკარად საქართველოს ინტერესების ღალატის და მტრობის ნიშნებს, ერთი პერსონის, ბიძინა ივანიშვილის წინ დაყენებას საქართველოს ინტერესებზე.

ახლა მივმართავ, პატივცემულ მდინარაძეს: ამ თემასთან დაკავშირებით ვთქვათ ბიძინას ვერ ეკითხებიან, ეშინიათ და შემთხვევით ამოიჩემეს ელჩი, ანტიდასავლური რიტორიკა არაფერ შუაშია, პირდაპირ ელჩთან რომ შედგეს კომუნიკაცია არ შეიძლება? თუნდაც დახურულ ფორმატში, საჯარო რომ არ გამხდარიყო?! რომ ეკითხათ კელი დეგნანისთვის, ის მოატყუებდა თუ საინფორმაციო ზეწოლას ახორციელებენ?! წინასწარ, პრევენციულად ქმნიან ანტიდასავლურ განწყობებს, რადგან ნახეს, რომ 100 ათასობით ადამიანი მარტო თბილისში უჭერს მხარს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.