LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უამრავი ადამიანი გვეხმიანება, თმობენ ბინებს, მოდიან მანქანებით, რიცხავენ ფულს, ეს გამოცდაც ჩაბარებულია” – ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს უკრაინელი ლტოლვილების საქართველოს სასტუმროში განთავსების პროგრამის დასრულებას გამოეხმაურა და საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ დახმარების მსურველი უამრავი ადამიანი გამოჩნდა.

თბილისის მერიამ უკრაინელების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფა შეწყვიტა – “ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა”

“უამრავი ადამიანი გვეხმიანება, თმობენ ბინებს, მოდიან მანქანებით, რიცხავენ ფულს. ეს გამოცდაც ჩაბარებულია, არცერთი უკრაინელი არ დარჩება გარეთ ხალხის წყალობით.

ირიცხება 3 ლარი, 5, 10 და 1000. თელავიდან დარეკა ქალბატონმა ნათელამ, მზესუმზირას ყიდის და 50 ლარი მოვაგროვე უნდა დავდოო, ქართველი დევნილები სთავაზობენ საკუთარ ფართს. ქალბატონმა დარეკა ტურისტებზე ვაქირავებდი, მაგრამ ახლა უკრაინელებს დავუთმობო (ლუკმა პურია მისი).

აჭარა სრულად დაბინავებულია. თბილისში 200-მდე უკვე დავაბინავეთ კიდევ ვაგრძელებთ.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა სასტუმრო უკიდურესად წუხდა საიდანაც უშვებდნენ, ზოგო ცოტას იტოვებდა, ზოგი ფასს აკლებდა, ცრემლებით უშვებდნენ.

ჩვენი ღირსების ამბავია ოლიგარქს უგულო ტრიუკი ხალხის გაყრის არ გამოუვიდეს და ყველა უკრაინელს ჰქონდეს ჭერი თავზე. ეგრე იქნება!”, – წერს ელენე ხოშტარია.

„თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული, პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, პროვოკაციებს თავი დაანებონ” – მინისტრის თქმით, სახელმწიფო უკრაინელ ოჯახებს 300 ლარით ეხმარება