LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მელიამ გათქვა ტაქტიკა, რომელიც რეალურად სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ – საზოგადოება დაღალეს უკვე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებები მარტივი ტაქტიკური მანევრია.

კობახიძის თქმით, ეს საიდუმლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გასცა.

„ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც რეალურად აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე – არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ის არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული პოლიტიკის დატოვება, ყველა პოლიტიკური შენაერთის დატოვებას ნიშნავს“ – მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან

„საუბარია 14 თუ 15 დაავადებაზე, რომელთა მკურნალობა ვერ ხდება.. ამ ვითარებაში ყველაზე მთავარი საკითხი მისი სიცოცხლის გადარჩენაა“, - აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა.

დასმულ კითხვაზე, სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, კობახიძე უპასუხა, რომ „საზოგადოება ამ თემებმა დაღალა“.

„საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფერზე საუბრით, საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით“, – განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე:

„ვკითხე, ქართული არხი სად არის-მეთქი, არ ვიცი პულტზე მაგის მოძებნაო, აღარ ინტერესდება ქართული პოლიტიკით“ – ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს ვინმეს.. ღმერთისაგან და ადამიანისგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქცია – გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“