LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მაქსიმალურად გამოიყენეთ დღევანდელი დღე, რადგან იღბლიანი მოულოდნელობების დღეა! განსაკუთრებულ წარმატებას სპონტანური მოქმედება მოგიტანთ.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და ზედმეტი ეჭვიანობის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ ურთიერთობას დაძაბავთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი პარტნიორების მოძიებისა და საქმიანი კავშირების გასაფართოებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა,

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი, ოპალი, მწვანე და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.