პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “დედაენის ბარში” მივიდა და ბარს სოლიდარობა ადგილზე გამოუცხადა.
ელისაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას მოუწოდა აქტიურად დაუჭირონ მხარი “დედაენის ბარს”.
“დედაენის ბაღში არის დედაენის ბარი, სადაც მაგარი რაღაც მოიფიქრეს. თქვეს, რომ თუ უნდათ რუსებს აქ შემოსვლა კითხვარი უნდა შეავსონ. უნდა აღიარონ, რომ საქართველო ოკუპირებულია, რუსეთი ოკუპანტია და ა.შ, თუ ამას არ დაეთანხმებით არ შემოხვიდეთ ბარშიო. ჯიგრები არიან…
ატყდა მთელი ამბავი, რუსებმა დაიწყეს მათი გვერდის დარეპორტება.
უწერენ ერთ ვარსკვლავს, რომ ჩამოუწიონ რეიტინგი და ჩამოუწიეს კიდეც.
ხო და არიქა ახლა, აბა ქუდზე კაცი, ახლა ნამდვილი საქართველო-რუსეთის ომია, ოღონდ ინტერნეტსივრცეში.
ამ ბარზე გადის ფრონტის ხაზი.
ვისაც მხარდაჭერა გინდათ ბარის მოდით, ლუდი იყიდეთ, დალიეთ და თან 5-იანი დაუწერეთ, რომ ავუწიოთ რეიტინგი რუსების ჯიბრზე.
რუსები არიან ოკუპანტები, საძაგელი ხალხია, ყველა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება…
რუსებს ვაჩვენოთ, რომ აქ ასე “საგულაო” ქვეყანა არ არის და არ არის მორღვეული ღობე.
აი ასე უნდა ვიომოთ ყველგან სადაც საომარია, ინტერნეტში, ბარის დასაცავადაც და საქართველოს დასაცავად,“ – აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი ვიდეო მიმართვაში.
