რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები დღეს სოჭში შეხვდებიან.
უკვე ცნობილია, რომ მოლაპარაკების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ფაქტობრივად პრესკონფერენციისთვის მზად ვიყავით, მაგრამ თურქულ მხარეს ამისთვის დრო არ აქვს”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს უკვე მეორედ ხვდებიან.
