LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამას გავაკეთებთ რაც შეიძლება მალე” – ესტონეთი საჯარო სივრციდან 400-მდე საბჭოთა ძეგლის აღებას გეგმავს

ესტონეთი საბჭოთა ძეგლების საჯარო სივრციდან მოხსნას გეგმავს.

ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ესტონეთში 400-მდე საბჭოთა ძეგლია.

“მთავარი გადაწყვეტილია – საბჭოთა ძეგლები საჯარო სივრციდან უნდა მოიხსნას და ამას გავაკეთებთ რაც შეიძლება მალე. კონკრეტული დრო და შეკვეთა დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნაზე და ლოგისტიკურ გეგმაზე, ეს ლოჯისტიკა მოითხოვს იმავე ყურადღებას, ორგანიზებას და მონაწილეობას კერძო სექტორისგან“, – განაცხადა კალასმა.