რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 361 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი ბავშვი კი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენპროკურატურა ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ვინაიდან საუბარია მხოლოდ მათზე, ვისი სახელებიც დადასტურდა.
5 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკივის, კიევის, ჩერნიგოვის, ლუჰანსკის, მიკოლაევის, ხერსონის და ზაპოროჟიის ოლქებში დაიღუპა და დაშავდა.
