LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში მიმდინარე მძიმე ბრძოლების ფონზე ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას.

“დღეს ოკუპანტებმა მთელი ევროპისთვის კიდევ ერთი უკიდურესად სარისკო ვითარება შექმნეს – დაბომბეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ორჯერ. ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ჩვენს კონტინენტზე და ამ ობიექტის დაბომბვა არის ღია და თავხედური დანაშაული, ტერორისტული აქტი,”- აღნიშნა ზელენსკიმ.