LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში პოლიციასთან ორმხრივი სროლისას შეიარაღებული დაჯგუფების 13 წევრი მოკლეს

მექსიკაში, სან-ლუის-პოტოსის შტატში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები საპოლიციო ღონისძიების დროს სამართალდამცველებს დაესხნენ თავს, ორმხრივ სროლას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

„დაჯგუფების 13 წევრი მოკლულია, კიდევ ორი თავდამსხმელი დაკავებულია“, – აცხადებენ პოლიციაში.

სპეცოპერაცია მუნიციპალიტეტში ორი ქალის დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანების უკანონო დაკრძალვაში მონაწილეობდნენ, და პოლიციას დაკრძალვის ადგილზე მიუთითეს.

ორმხრივი სროლის ადგილიდან პოლიციამ 27 ავტომატი და შაშხანა ამოიღო.