LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: მეტრო „მარჯანიშვილთან“ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო – ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა

პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, – აცხადებენ შსს-ში.