LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის საელჩო – მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს – ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია

დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია” ,- ნათქვამია განცხადებაში.