LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: “სია გადმოგვცეს!!! რამდენიმე ჩემი კარგი ნაცნობი ტროლად მსახურობს, ღმერთო ეს რა ვნახე, ნეტავ არ მენახა!!!”

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გადაეცა ე.წ “ტროლების” სია, სადაც მისი ბევრი ნაცნობის სახელი და გვარიც ფიგურირებს.

ჩარკვიანი ამბობს, რომ ისიც ნახა, თუ რომელი გუნდი, რომელ ორგანიზაციას ეკუთვნის.

თაკო ჩარკვიანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

თაკო ჩარკვიანი: ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს, არ შეიძლება ამ მდგომარეობაში იყო, როდესაც სახელმწიფოებრიობას კარგავ

“სია გადმოგვცეს!!! ვაახ, რამდენიმე ჩემი კარგი ნაცნობი (ბავშვობის კარგი ნაცნობიც, ცოტა მეტიც ვიდრე ნაცნობი) ტროლად მსახურობს,
ბიძინა ივანიშვილ-ნუგზარ ფოფხაძის საქართველო რა დღეში ხარ ?! ასე “ჩახდილი”, ასე ბითური, ასე ხელგაწვდილი, ასე “დაგოიმებული”, ასე პროვინციალური, ასე როგორ დაგცა ერთმა უწიგნურმა

ასე როგორ დაგცა მამამარჩენალმა ეს რა ვნახე ნეტავ არ მენახა , რაღაც ვიცოდი მაგრამ …. მაინც იმოქმედა!!!!! ისიც ვნახეთ რომელი გუნდი რომელ ორგანიზაციას ეკუთვნის , გულის ამრევია, ასე როგორ ამსახურა ტალახში, ასე როგორ ჩაჯექით წუმპეში-“გაყიდვების სამსახურია” რა.

P.S ჰოდა, რა უნდა ვქნათ და დღეს ლუსტრაცია პრაქტიკულად მომხდარია და გადახედეთ ბატონებო და არ
გააკაროთ თქვენს ცნობიერებას მრავალწლიანი “ნათრევი” გამყიდველი პოლიტიკოსები დიდი ხნის “დავერბოვკებულები” არიან , ვერასდროს ვერ მოემსახურებიან საკუთარ ქვეყანას შანსი არ არის შანსი -გამორიცხულია!!!! ეს არ დაგვავიწყდეს! პატარა შანსიც არ უნდა მიეცეს რუსეთთან მოკავშირეს!!!!!!!!!!!

არ ისვენებს ნუგზარ ფოფხაძის ” ფსკერის ბინადართა” “ასო ბგერათა” კარტელი.

ივანიშვილმა ერთხელ უბრძანა, “ესენი” ათასჯერ ყიდიან ქვეყანას ყოველ ნაბიჯზე, დანიშნულ ბოტურ ხელფასებზე კომპიუტერებთან მიმსხდარი “ანონიმსჩიკები” -ტროლბოტები მღვრიე წუმპეში დააბოტებენ, სრულიად შიშვლები და არაფრით განსხვავდებიან მარჯანიშვილზე -ფსკერზე მოგორავე პირუტყვებისგან, ერთია – ფასშია განსხვავება მხოლოდ ფასში……
ღმერთო ეს რა ვნახე……ძალიან იმოქმედა….” – წერს თაკო ჩარკვიანი.