LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გამოიჩინეთ ქველმოქმედება, იზრუნეთ მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი მხარდაჭერა.

არ ღირს საქმიანი პარტნიორების რჩევების და დახმარების უგულებელყოფა.

კარგი დღეა ძველი პროექტების განახლებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

პარტნიორული ურთიერთობა – ნუ დაინანებთ კომპლიმენტებს, გამოხატეთ პარტნიორით აღფრთოვანება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება და საკუთარი პროექტების შეთავაზება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, თუმცა კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, კუნთებს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.