LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ირწმუნება, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმში აეროდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა.

რუსეთი ასევე აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.

“ტარდება ზომები ხანძრის ჩაქრობისა და აფეთქების მიზეზების დასადგენად. ადგილზე არსებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შესანახ ზონაზე ცეცხლი არ გადასულა”, – აცხადებს რუსეთის თავდაცვა.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა.

საკის სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის – თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის. გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები.

“რა არის შემდეგ ანბანში? კ – კრემლისთვის მოვემზადოთ?” – არესტოვიჩი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

ვერეშუკი: აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი. ის უკრაინაა!