LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარების ინტერესით ახსნიან” – ხუხაშვილი მმართველი გუნდის განცხადებებზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება მმართველი გუნდის განცხადებებს, რომელიც მათ რუს ტურისტებთან დაკავშირებით გააკეთეს.

ხუხაშვილის შეფასებით, ხვალ, რუსები ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარებით ახსნიან [მმართველი გუნდის წევრები].

„ხელისუფლებამ ისე „აკრიფა“ ტურიზმის განვითარებით რუსების მიგრაციის „გაპრავების“ კუთხით, ხვალ ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარების ინტერესით ახსნიან..“, – წერს გია ხუხაშვილი.

ამავე თემაზე მმართველი გუნდის განცხადებები:

თორნიკე რიჟვაძე: მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული

კალაძე საქართველოში შემოსულ რუსებზე: არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – მივესალმებით ტურისტების შემოდინებას

„ტურისტული მიმართულების განვითარება უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას ხელი შევუწყოთ“ – კალაძე რუსეთსა და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაზე