LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დაასახელეს ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში ომის გამო ყველაზე მეტი ტურისტი დაკარგეს

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის ისინი ვინც უკრაინას ესაზღვრება, ტურისტების დეფიციტს ყველაზე მეტად განიცდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

უნგრეთის ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ქვეყანაში ტურისტების რიცხვი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა. ამასთან, ყველაზე მეტად იკლო აშშ-დან მომავალი მოგზაურების რიცხვმა, მთელი 65%-ით.

პოლონეთის მიმართულებით ტურებს უცხოელები 40%-ით უფრო ხშირად აუქმებენ, დააზუსტა სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ.

ხოლო სლოვაკეთის ტურისტული ბიუროს Last Night of freedom-ის ინფორმაციით, ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების დიდი დეფიციტია. იანვრიდან მაისის თვემდე პერიოდში მაჩვენებელმა 49% შეადგინა. ლიეტუვაში ეს მაჩვენებელი 39%-ია.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზოგიერთი ტურისტი რეგიონს პანდემიის გამო არიდებს თავს, თუმცა უმრავლესობა მთავარ მიზეზად უკრაინის ომს ასახელებს.

შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია იმ ქვეყნებზეც, რომელსაც უკრაინასთან საერთო საზღვარი არ აქვს, მაგალითად ესტონეთზე. სანქციების გამო გაჩერდა საკრუიზო ლაინერების ნახევარზე მეტი.