კომპანია „ტესლამ“ დააანონსა, რომ ელექტროქარის ოფციების ნაწილი ფასიანი გახდება. უფრო ზუსტად კი ბრენდი ფულს აიღებს ნავიგაციის სისტემის გამოყენებისთვის და სიახლე შეეხება კომპანიის ყველა მოდელს რომლის ასაკიც 8 წელზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 იანვრის შემდეგ გამოსული ელექტროქარებისთვის ეს ფუნქცია ჯერ ისევ უფასო იქნება.
იმ შემთხვევაში თუკი ავტომფლობელი ნავიგაციისთვის ფულს არ გადაიხდის, ეს ფუნქცია მანქანის სისტემიდან ავტომატურად გაქრება. ამასთან, მულტიმედიასთან მობილურის დაკავშირებაც შეუძლებელი იქნება, რადგან „ტესლამ“ სინქრონიზაცია არ გაითვალისწინა. ასე რომ მძღოლს მარშრუტის დაგეგმვა სმარტფონის დახმარებით მოუწევს.
