LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში ააწყობენ მატარებელს, რომელიც საათში 1000 კმ-ს განვითარებას შეძლებს

კანადელები გეგმავენ, რომ ილონ მასკის პროექტის Hyperloop-ის კონკურენტი, სუპერ სწრაფი მატარებელი შექმნან. კომპანია მუშაობს სამგზავრო სატრანსპორტო ქსელზე, რომელშიც ხალხს მატარებელი 1000 კმ/სთ სიჩქარით გადაიყვანს. ეს კი ნებისმიერ ჩქაროსნულ მატარებელზე და რეაქტიულ თვითმფრინავზე უფრო სწრაფიც კია. მთლიანობაში ასეთ მატარებელს 54 მგზავრის მომსახურება შეეძლება.

მატარებლისა და რეაქტიული თვითმფრინავის ჰიბრიდს სახელად FluxJEt-ს უწოდებენ. კანადური კომპანია პროექტზე უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს. მოძრაობის ინტერვალი მხოლოდ 2 წუთი იქნება, ვაკუუმური გვირაბის გამოყენებით კი გარემოში მავნე გამონაბოლქვი 600 ათასი ტონით შემცირდება.

კანადური სტარტაპი „ჭკვიანი“ ინფრასტრუქტურის სისტემაზე დაფუძნდება და სხვა პროექტებისგან სწორედ ამით იქნება განსხვავებული. ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობა თვითმფრინავით ფრენაზე 44%-ით უფრო იაფი იქნება.

პროექტის მთლიანი ღირებულება 18 მილიარდი დოლარია.