LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს კოლოსეუმი? ექსპერტებმა კულტურული ძეგლის საბაზრო ღირებულება დათვალეს

კომპანია Deloitte LLP-იმ, რომელიც ფინანსური კონსულტაციების გაცემითაა დაკავებული, გადაწყვიტა დაეთვალა თუ რა ეღირება რომის კოლიზეუმი, თუკი ხვალ მის გაყიდვას გადაწყვეტენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ფასი დაახლოებით 79 მილიარდი ევროა.

სპეციალისტებმა როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ღირებულება დათვალეს.

გამოთვლილ ფასში შედის ის 1,4 მილიარდი ევროც, რომელიც ამ ტურისტულ დანიშნულებას იტალიის ბიუჯეტში ყოველწლიურად შეაქვს.

ექსპერტებმა გაითვალისწინეს იმ სიამოვნების ღირებულებაც, რომელსაც კოლიზეუმის ნახვის ან მასთან ახლოს ყოფნის დროს ადამიანები განიცდიან. ამ ციფრმა დაახლოებით 400 მილიონი ევრო შეადგინა.

დარჩენილი 79 მილიარდი ევრო – ეს არის ღირებულება რომელსაც საზოგადოება კოლიზეუმს ანიჭებს. ამ მონაცემების შესაგროვებლად კომპანიამ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა. იტალიელებს ჰკითხეს, თუ რამდენს გადაიხდიდნენ ისინი კოლიზეუმის შესანარჩუნებლად, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ვერანაირ პირდაპირ სარგებელს ვერ მიიღებდნენ. რომის მოსახლეობამ განაცხადა, რომ თითოეული 90 ევროს გადასახდელად იყო მზად, ხოლო დანარჩენი ქალაქების წარმომადგენლები საშუალოდ 75-75 ევროს გაიმეტებდნენ.