მალდივებზე ოქტომბრიდან მოგზაურებისთვის საოცნებო ვაკანსია იხსნება – მდიდრულ კურორტ Soneva Fushi-ზე წიგნების მაღაზიაში გამყიდველს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა nzherald.co.nz ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ხელფასი თვეში 1,2 ათასი დოლარი იქნება. ამასთან, დასაქმებულს დაასახლებენ ერთ-ერთ ვილაში და მდიდრების საყვარელ კურორტზე ის All inclusive სისტემით ისარგებლებს, ანუ ჭამა-სმაც და სხვა აქტივობებიც უფასოდ ექნება. წიგნების გამყიდველი შეძლებს იაროს სპორტულ დარბაზში, სპა-ცენტრში და პერსონალისთვის განკუთვნილ კერძო სანაპიროზე. საინტერესოა, რომ ასეთ ვილაში ერთი ღამის გათენების საფასური 58 ათას დოლარს შეადგენს.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს მოეთხოვებათ, რომ კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას და უყვარდეთ წიგნები. პლუსად ჩაითვლება ხმის სასიამოვნო ტემბრიც.
