მაღაზიის გახსნა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. სანამ ამ ბიზნესს წამოიწყებდეთ წვრილმანი დეტალებიც კი უნდა გათვალოთ. თუმცა, ყველაფერი იდეით, ლოკაციისა და ფართის მოძიებით იწყება. მას შემდეგ რაც მოიფიქრებთ, რა ტიპის მაღაზიის გახსნა გინდათ, უნდა შეარჩიოთ შესაფერისი ადგილი მისთვის. ეს საკითხი მაღაზიის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს და ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ ლოკაციაზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც იქნება ხალხმრავალ, თვალშისაცემ ადგილას. როგორც წესი ასეთი ფართები ძვირია, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, იქნებ ღირს გადაიხადოთ ძვირი ფართში, სადაც კარგი მუშაობა იქნება?!
ფართის შერჩევის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ ინვენტარი. თუ ისეთ მაღაზიას იქირავებთ, სადაც დაგხვდებათ თაროები, მაცივრები და სხვა საჭირო ნივთები, ეს შეგიმცირებთ ხარჯებს. ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებას – კამერები, სეიფი ნაღდი ფულისთვის, სიგნალიზაცია, აუცილებელი და საჭიროა თქვენი სიმშვიდისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.
არ გამოგრჩეთ სალაროს მოწყობილობა, კომპიუტერები ოფისისთვის და რაც ყველაზე მთავარია მაღაზიის პროგრამა ოპტიმო, რომელიც დაგეხმარებათ შეცდომის გარეშე მართოთ თქვენი ახალი ბიზნესი და მეტი იფიქროთ განვითარებაზე და წარმატებაზე, ვიდრე მარტივ პროცედურებზე.
ისეთი პროგრამა მაღაზიებისთვის, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა საჭირო ინფორმაციას მარაგების, გაყიდვების, შესყიდვების და სხვა წვრილმანი დეტალების შესახებ, არის ოპტიმო.
მისი დახმარებით ამ ტიპის საქმიანობაში ყველაზე რთული საქმე – მარაგების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი ყველაზე მარტივი ხდება და რაც მთავარია, გამორიცხავს შეცდომებს და უზუსტობებს. დიახ, ოპტიმოს პროგრამაში ერთჯერადად პროდუქციის ასახვის შემდეგ, პროგრამა ანალიტიკის სახით იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდული, გაყიდული და ნაშთში არსებული პროდუქციის შესახებ, რის მიხედვითაც შეგიძლიათ სწორად მართოთ მარაგები და აწარმოოთ შესყიდვები საჭირო დროს საჭირო რაოდენობით.
ოპტიმო მოსახერხებელია არამარტო მაღაზიის მენეჯერებისთვის, არამედ მოლარეებისთვისაც. პროგრამის მარტივი ინტერფეისი საგრძნობლად ამარტივებს სამუშაო პროცესს, ეხმარება მოლარეს სწრაფად მართოს გადახდები, რაც ნაკლებად წარმოშობს რიგებს. ოპტიმოს დახმარებით მოლარეს შეუძლია:
-
გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება;
-
გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა მარტივი ფუნქციონალით;
-
საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში;
-
არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი;
-
ამოწმოს გაყიდვების ისტორია და შემოსავლიანობა.
ოპტიმო აჩქარებს პროცესებს და დინამიკურს ხდის სამუშაოს. არ იხარჯება დრო ისეთი ინფორმაციის მოძიებაზე, რაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდ შრომას მოითხოვს.
მაღაზიის პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ საიტს optimo.ge, შეავსეთ აპლიკაცია და დაელოდეთ წარმომადგენლის ზარს, რომელიც ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ.
R
