მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:39-დან 22:47 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, არაა გამორიცხული მოულოდნელად გამოაშკარავდეს საიდუმლო, რომელსაც არ ელოდით.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი მეგობრების შეძენა და ნაცნობთა წრის გაფართოება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი აზრის მტკიცება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. თავი შეიკავეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ხერხემალს და მუხლებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს დღეებში ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.
