LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასილივკაში ევაკუაციის რიგში 10 ადამიანი დაიღუპა

მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში დროებით ოკუპირებულ ვასილივკაში რუსულ ბლოკპოსტთან ევაკუაციის რიგში მყოფი 10 ადამიანი გარდაიცვალა. ისინი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.

„გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 ადამიანი შეადგინა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ევაკუაციამდე ვერ გაძლო“, – განაცხადა ფედოროვმა.

მისივე მონაცემებით, ვასილივკაში ბლოგპოსტთან ათასზე მეტი ავტომობილი რჩება, რომლებიც ევაკუაციის შესაძლებლობას ელიან.

ცნობისთვის, ვასილიევკას გავლით უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან ადამიანები ბერდიანსკიდან, ვასილივკადან და მელიტოპოლის რაიონებიდან და ასევე ხერსონისა და დონეცკის ოლქებიდან.