LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავარია გვირაბთან მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.