LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, ევროპამ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტა

ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო რუსული ქვანახშირის შესყიდვას წყვეტენ. რუსული ქვანახშირის იმპორტზე ემბარგოს დაწესება, რომელსაც ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ითვალისწინებს, ძალაში დღეს შევიდა.

ევროკომისიის შეფასებით, ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში დაახლოებით, რვა მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს.

გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა ქვანახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ ის წარმოებულია რუსეთში, ან იქიდან არის ექსპორტირებული.