ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნეს ესტონეთის საგარეო უწყებაში.
მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიბარეს.
რუს დიპლომატს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის შესახებ ნოტაც გადასცეს.
