ბარსელონას ხელისუფლებამ ველო-რიქშების, იგივე ველო-ტაქსების აკრძალვა გადაწყვიტა. მიზეზი ისაა, რომ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები საკმაოდ საშიშია. ინფორმაციას ამის შესახებ inews-ი ავრცელებს.
ქალაქში ველო-ტაქსების გაქრობის მოთხოვნით პირველად ავტომობილის მძღოლები გამოვიდნენ. მათი აზრით, მსგავსი ტრანსპორტი გზებზე ავარიების რისკს ზრდის.
აკრძალვა პირველ რიგში სწორედ მგზავრთა უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, რადგან თუკი ველო-რიქშა ავტომობილს დაეჯახა, მათ ტრავმების გარეშე გადარჩენის შანსიც კი არ აქვთ.
გარდა ამისა, „ტურისტულ“ ტრანსპორტზე უარის თქმა ბარსელონას სამომავლო განვითარების გეგმის ნაწილიც იქნება. მერიას სურს, რომ ქალაქის იმიჯი კულტურაზე იყოს ფოკუსირებული და ტურისტული ატრაქციონები საერთოდ უნდა აიკრძალოს.
