LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლეგენდარული ავტომობილების ქარხნული ასლები

კონვეიერს ადრე თუ გვიან ყველა მოდელი ტოვებს. ზოგიერთ მათგანს ცოტა ხანში ალბათ ვეღარავინ გაიხსენებს, ზოგზე კი იმხელა მოთხოვნაა რომ ნამდვილ საკულტო ავტომობილად გადაიქცევა.

მრავალრიცხოვანი ტუნინგ-ატელიეებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ასეთი მანქანები გააცოცხლონ. წარსული დიდება ვერ ასვენებს თავად ავტომწარმოებლებსაც და ცნობილ მოდელებს ზოგჯერ ისინიც აღადგენენ ხოლმე. სრულყოფილ წარმოებაზე საუბარი ნამდვილად არ არის: მსგავსი პროექტები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

სწორედ ამიტომ, ასეთი მოდელები ან მცირე ტირაჟით გამოდის ანდაც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს.