ამერიკაში, მონტანას შტატში მშიერი დათვი შემთხვევით მანქანაში ჩაიკეტა. ცხოველმა სალონში 8 საათი გაატარა და შიგნით ყველაფერი გაანადგურა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Upi-მ გაავრცელა.
მანქანის პატრონებმა მაიკ და მარია პილატებმა დაუპატიჟებელი სტუმრის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა სიგნალიზაცია ჩაირთო. „ჩვენ მაშინვე პოლიციაში დავრეკეთ და ვუთხარით, რომ მანქანაში დათვი შეიჭრა“, – იხსენებს მაიკი. პოლიციელებმა წყვილი პარკების დაცვისა და შტატის ველური ბუნების სამსახურისკენ გადაამისამართა. სააგენტოში დაზარალებულებს შეჰპირდნენ რომ სპეციალისტი დილისთვის ადგილზე იქნებოდა.
„პერიოდულად ხრაშუნი გვესმოდა და ვხვდებოდით, რომ ცხოველი ჩვენს ავტომობილს მიირთმევდა.“ ცოლ-ქმარმა მხოლოდ დილით გაიგო, რომ დათვი გარეთ გამოსვლას ჩაკეტილი კარის გამო ვერ ახერხებდა.
მამაკაცმა გადაწყვიტა, სპეციალისტებს აღარ დალოდებოდა და როგორღაც კარი გახსნა. 8 საათის განმავლობაში ცხოველს ავტომობილი ისე გაუნადგურებია, რომ მისი აღდგენა წარმოუდგენელია.
