LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიმუნის ყვავილის შიშის გამო ბრაზილიაში 10 მაიმუნი მოწამლეს -“ნუ ადანაშულებთ მაიმუნებს ყვავილის გავრცელებაში”: ჯანმო

ბრაზილიაში მაიმუნის ყვავილის შიშის გამო სულ მცირე 10 მაიმუნი მოწამლეს – იუწყებიან ქვეყნის ოფიციალური პირები. ბრაზილიის გარემოსდაცვითი სამხედრო პოლიციის ცნობით, ადამიანები ვირუსის შიშით მაიმუნებს დევნიან.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.

“ბრაზილიაში ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მაიმუნები ამ დაავადებას ატარებენ და დევნიან ამ ცხოველებს, “მაიმუნის ყვავილის” გადაცემა ადამიანებიდან ადამიანებზე ხდება. მათ უნდა იზრუნონ საკუთარი თავის დაცვაზე და არ განახორციელონ თავდასხმები ცხოველებზე” – აცხადებენ ჯანმოში.