LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე სააკაშვილზე: ეს ადამიანი არ შიმშილობს

მე არ ვარ ექიმი და შესაბამისად, არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციებზე, – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზე დასმულ კითხვას.

„ამაზე მინიმუმ ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ საზღვარგარეთ მის გადაყვანას სამკურნალოდ თუ სხვა მიზნით, გადაწყვეტილებას არ იღებს პენიტენციური სამსახური. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელმაც სასჯელი ან უნდა გადაუვადოს, ან უნდა გაათავისუფლოს.

მე არ ვარ ექიმი და შესაბამისად, არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციებსა, თუ ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთი – მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან ბუნებრივია გარკვეული დასკვნების გაკეთება არის შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს და უტარდება ყველა სახის პროცედურა, რასაც საჭიროდ ჩათვლის საავადმყოფო.

შესაბამისად, მე რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ის არის ექიმების გარემოცვაში. „ემპათიის“ დასკვნის გარეშე რაზე უნდა ვიმსჯელო?“- ამბობს რატი ბრეგაძე მედიასთან საუბარში.

ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია: ნევროლოგი სააკაშვილზე

გამხდარია, წონაში იკლებს.. როცა მივედი ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე: გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე